ბარსელონას სეზონის მეორე ნახევარში გერმანელი გოლკიპერის იჯარით გაშვება სურს.
თუმცა, როგორც Marca იტყობინება, თავად ფეხბურთელი, მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, იანვარში კლუბის შეცვლას არ აპირებს.
მიმდინარე სეზონში 33 წლის გერმანელმა მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, როცა სამშაბათს კოპა დელ რეის 1/16 ფინალში ბარსამ გვადალახარა 2:0 დაამარცხა.
„ბარსელონას პირველი მეკარე ჟოან გარსია იქნება და კლუბი მზადაა, ტერ შტეგენი იჯარით სხვა კლუბში ისე გაუშვას, რომ ხელფასის გარკვეული ნაწილი თავად გადაუხადოს, თუმცა გერმანელს სათადარიგო მეკარის როლი სრულად აკმაყოფილებს." — წერს ხსენებული გამოცემა.
როგორც ირკვევა, გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, იულიან ნაგელსმანს, არანაირი პრობლემა არ აქვს იმასთან, თუ სეზონის დარჩენილ ნაწილში ტერ შტეგენი მხოლოდ ესპანეთის თასზე ითამაშებს.
მოახლოვებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტერ შტეგენი პირველად უნდა იყოს გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარე, რადგან მანუელ ნოიერს სანაკრებო კარიერა დასრულებული აქვს.