RADIO MARCA-ს ინსაიდერ მატეო მორეტოს ინფორმაციით, ბარსელონას ინტერის ცენტრალური მცველი ალესანდრო ბასტონი პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნეებში ჰყავს.
თუ უფრო დავკონკრეტდებით, ცენტრალური მცველის პოზიციაზე ბასტონი კატალონიელთა პირველი არჩევანია და გარკვეული ნაბიჯები გადადგმულიც აქვთ.
იმავე მორეტოს თქმით, ბლაუგრანას სპორტული დირექტორი, დეკუ რამდენიმე კვირის წინ მილანში იმყოფებოდა და 26 წლის ფეხბურთელის აგენტთან შეხვედრები გამართა.
მეორე მხრივ, მორეტოს შეფასებით, ბარსასთვის საქმე არც ისე იოლადაა - ტანმაღალ უკანახაზელს ნერაძურისთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, კლუბი კი მის გახანგრძლივებაზე აქედანვე მუშაობს.
ბასტონი მილანურ გრანდში 2019-20 წლიდან სტაბილურად თამაშობს, 2023-24 წლების სეზონიდან მოყოლებული კი შეტევაში ეფექტიანობას საგრძნობლად მოუმატა - სერია A-ს ბოლო 75 შეხვედრაში 14 გოლი შექმნა (3 გოლი და 11 ასისტი).
აქვე აღვნიშნოთ, რომ ბარსას კიდევ ერთი სამიზნე დორტმუნდის მარჯვენა მცველი რიერსონია - მეტი თემაზე.