ბარსელონას ჰანსი ფლიკთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.
როგორც Bild იტყობინება, კატალონიელებმა გერმანელ სპეციალისტს კონტრაქტის 2028 წლამდე გახანგრძლივება შესთავაზეს.
კლუბის სურვილია, რომ ფლიკმა მუშაობის პროცესში თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს და კონტრაქტის ამოწურვის მოახლოვების გამო ზედმეტად არ იღელვოს.
ამის გამო, კლუბის სპორტული დირექტორი დეკუ ახალ კონტრაქტზე მუშაობას უკვე შეუდგა. კლუბის და ფლიკის წარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა.
თავად ფლიკს მრავალწლიანი კონტრაქტის გაფორმება არ სურს, ამიტომ განიხილება მხოლოდ ერთწლიანი ხელშეკრულება — ანალოგიური რამ გააკეთეს მხარეებმა ამ წელსაც, როცა თავდაპირველად 2026 წლამდე გაფორმებული ხელშეკრულება 2027-მდე გაახანგრძლივეს.