რობერტ ლევანდოვსკიმ კარიერა შესაძლოა MLS-ში გააგრძელოს.
როგორც BBC Sport იტყობინება, ჩიკაგო ფაიერმა ლევანდოვსკისთან მოლაპარაკებების პირველი ეტაპი წარმატებით გამართა. თავად ფეხბურთელი ტრანსფერზე თანახმაა და როგორც იწერება, ხელფასი პრობლემა არ იქნება.
ჩიკაგოსთვის ლევანდოვსკის ტრანსფერი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია, იმიტომ რომ ქალაქ ჩიკაგოში აშშ-ში უმსხვილესი პოლონური დიასპორა ცხოვრობს.
კლუბმა ლევანდოვსკი თავის პირად სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ MLS-ის სხვა გუნდები ვერ დაიმატებენ პოლონელს იქამდე, სანამ ჩიკაგოს გარკვეულ კომპენსაციას არ გადაუხდიან.
ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ასევე იჩენენ საუდის არაბეთის კლუბები და ინტერ მაიამიც.
ლევანდოვსკის ბარსასთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება.