ლივერპულის ყოფილი მცველის, ჯეიმი კარაგერის აზრით, მო სალაჰი ლივერპულში თავის ბოლო დღეებს ან მინიმუმ თვეებს ითვლის.
მას შემდეგ, რაც ეგვიპტელმა ზედიზედ სამ მატჩში სასტარტოში ვერ მოხვედრის გამო კლუბი საჯაროდ გააკრიტიკა, კარაგერი პრესიდან მასზე შეტევებს არ წყვეტს.
„მოჰამედ სალაჰს მომავალ სეზონში ლივერპულში ვეღარ ვხედავ.
მთავარი საფიქრალი ახლა ის მაქვს, სეზონის ბოლომდე ვნახავთ საერთოდ სალაჰს? ახლა ვიცით, რომ ის აფრიკის თასზე ითამაშებს, რომელიც იანვრის შუაში დამთავრდება.
სალაჰი ლივერპულიდან ბარსელონაში ან რეალში ვერ გადავა, ერთადერთი საუდის არაბეთი თუ მაფიქრდება.
ახლა, სეზონის მეორე ნახევარში ლივერპული შესაძლოა თასის ფინალში გავიდეს, ან საერთოდაც ჩემპიონთა ლიგის — წარმოგიდგენიათ მო სალაჰი, რომელიც საუდის არაბეთიდან უყურებს ლივერპულს ჩემპიონთა ლიგის ფინალში?" — აღნიშნა კარაგერმა.