ბარსელონა დორტმუნდის ბორუსიას მარჯვენა მცველის, იულიან რიერსონის ტრანსფერით ინტერესდება.
Sky Sport-ის ჟურნალისტის, პატრიკ ბერგერის ინფორმაციით, კატალონიელები 28 წლის ნორვეგიელით ინტერესდებიან, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ჟულ კუნდეს შეცვლის.
ფეხბურთელის და ბლაუგრანას წარმომადგენლებს შორის პირველი კონტაქტები უკვე შედგა, ამ ეტაპზე კონკრეტული არაფერი გარკვეული არ არის.
რიერსონის კონტრაქტი დორტმუნდთან 2028 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული.
წყარო ხაზს უსვამს, რომ თავად ნორვეგიელი მცველი ბარსაში გადასვლას მიესალმება.