კრისტალ პალასის და ინგლისის ნაკრების ცენტრალური მცველი მარკ გეჰი მან სიტის მთავარი სატრანსფერო სამიზნე გახდა.
The Times-ის ინფორმაციით, ქალაქელები გეჰის თამაშს ყურადღებით რამდენიმე სეზონია აკვირდებიან და მისი დამატება მომავალ ზაფხულს, თავისუფალი აგენტის სტატუსით სურთ.
თავად გეჰი გასულ ზაფხულს ლივერპულში გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა ბოლო მომენტში კრისტალ პალასმა მისი გაყიდვა გადაიფიქრა და ფეხბურთელი ლონდონში დარჩა.
უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ გეჰი პალასთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდება, ამიტომ თავისი შემდეგი კლუბის არჩევა თავად შეუძლია.
სიტის გარდა, გეჰის მიმართ სხვა ინგლისური და არამარტო გრანდებიც გამოთქვამენ ინტერესს.