ასტონ ვილა ბარსელონას მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შეძენით ინტერესდება.
როგორც კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, ბირმინგემული კლუბი გერმანელი მეკარის ფიზიკური კონდიციებით და ზოგადი მდგომარეობით დაინტერესდა, რადგან თავისი ძირითადი გოლკიპერის, ემილიანო მარტინესის სიტუაციით აღელვებულია.
არგენტინელი კარის დარაჯი წელის პრობლემებს ებრძვის, რაც ზოგ მატჩებში განსაკუთრებით იჩენს თავს. გარდა ამისა, გასულ ზაფხულს მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, უნაი ემერიმ ემილიანოს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა.
ამ სეზონში ტერ შტეგენმა ბარსას მაისურით მხოლოდ ერთი მატჩი ითამაშა — ესპანეთის თასზე, სადაც გუნდმა გვადალახარა 2:0 დაამარცხა.
ბარსას კაპიტნის გაშვება სურს, თუნდაც იჯარით, თუმცა თავად ტერ შტეგენი კლუბის შეცვლის წინააღმდეგია და სეზონის ბოლომდე სარეზერვო გოლკიპერის როლის მორგების წინააღმდეგიც არ არის.