VIDEO: ბერიძის ასისტი - უიპეშტმა ბოლოადგილოსანი დაამარცხა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
უიპეშტის ქართველმა შემტევმა, გიორგი ბერიძემ, უნგრეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში, ბოლოადგილოსან კაზინჩბარჩიკასთან მატჩისას საგოლე პასი გააკეთა.
63-ე წუთზე, როცა ანგარიში 0:0 იყო, ბერიძემ ფლანგიდან კარგი გარღვევა შეასრულა და მილან ტუჩიჩი კარის წინ ხელსაყრელ პოზიციაში დატოვა - მანაც შეაგდო, რამაც ბერიძისთვის წლევანდელ სეზონში მე-2 საგოლე მოქმედება გააფორმა.
საბოლოოდ, უიპეშტმა 2:1 მოიგო, 22 ქულა მოაგროვა და გასავარდნ ზონას 8 ქულით დაშორდა.
უიპეშტის კიდევ ერთ ქართველ დავით კობოურს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
ქართველების გუნდი შემდეგ თამაშს, 24 იანვარს, ჩემპიონატის ბოლოსწინა ადგილოსან ნიირეგიჰაზასთან სტუმრად გამართავს.