VIDEO: კვარა დაასვენეს - პსჟ-მ თასზე მე-5 ლიგის გუნდს მოუგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
საკონტინენტთაშორისო თასის მოგებიდან 3 დღეში, პსჟ-მ საფრანგეთის თასზე მე-5 ლიგის წარმომადგენელ ფონტენეისთან 4:0 მოიგო და 1/16 ფინალში გავიდა.
რა გასაკვირია, რომ პარიზულმა გრანდმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა. GEO TEAM-ის ინფორმაციით, ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიაც დაასვენა და განაცხადში არ შეიყვანა.
პარიზელთაგან გონსალუ რამუშმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი დეზირე დუემ და უსმან დემბელემ (პენალტით) შეაგდეს.
პსჟ-მ, ამ შეხვედრით, თავისი არსებობის 55-წლიან ისტორიაში ყველაზე წარმატებული, 2025 წელი დაასრულა - ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი, უეფა-ს სუპერ თასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგეს.
კვარაცხელიას გუნდი საქმეში დაბრუნდება 4 იანვარს, როცა, ლიგა 1-ის ეგიდით, პარიზს უმასპინძლებს.