არადა, ფლორიდელები ბოლო მეოთხედს 18-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ, თუმცა ჯაზმა თამაშის დაქაჩვა შეძლო და შემდეგ გუნდებმა სუპერ დაძაბული ოვერტაიმი ითამაშეს - დესმონდ ბეინმა გადამწყვეტი ორქულიანი სირენამდე 0.6 წამით ადრე ჩააგდო.
გოგამ 15:33 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 5 ქულა, 4 მოხსნა და 2 ასისტი შეჰმატა. 2-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა. 1 ჩაჭრა და 2 ბლოკიც ჰქონდა.
ჯამალ მოზლის გუნდმა 4-დან 3 შეხვედრის წაგების შემდეგ, სეზონში მე-16 გამარჯვება მოიპოვა და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილამდე აინაცვლა.