ექსელსიორის ქართველმა ნახევარმცველმა, ირაკლი იეგოიანმა, ნიდერლანდების ერედივიზიეს მე-17 ტურში, ცვოლესთან მატჩისას გამარჯვების გოლი გაიტანა.
21 წლის ქართველმა, შეხვედრის 78-ე წუთზე, ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო, კარგი გარღვევა შეასრულა და ახლო კუთხეში დაბალი დარტყმით შეაგდო.
მისთვის წლევანდელ ჩემპიონატში მე-2 გოლია, აქამდე ჰეერენვენთან ჰქონდა გატანილი, ჯამში კი 4 საგოლე მოქმედება მოაგროვა - 2 გოლი და 2 ასისტი.
ერთ-ერთ კონკურენტ ცვოლეს დამარცხების შემდეგ, ექსელსიორმა 19 ქულა მოაგროვა და გასავარდნ ზონას 5 ქულით დაშორდა.
როტერდამელები მომდევნო ტურში, 10 იანვარს, ლიდერ პსვ ეინდჰოვენს სტუმრად, ფილიპს არენაზე შეხვდებიან.