VIDEO: პენალტიდან შეაგდო - ქვილითაიას გუნდმა მნიშვნელოვანი 2 ქულა დაკარგა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი ქვილითაიამ, კვიპროსის ჩემპიონატის მე-15 ტურში, ომონია არადიპუსთან მატჩში პენალტიდან გაიტანა. მისმა გუნდმა 2:2 ითამაშა.
ქართველმა თავდამსხმელმა არისი მე-13 წუთზე დააწინაურა, თუმცა სტუმრებმა ეს გოლიც გაქვითეს და შემდეგ გაშვებული კიდევ ერთიც, რითაც ერთ-ერთ ლიდერ არისს მნიშვნელოვანი 2 ქულა დააკარგვინეს.
ქვილითამ მიმდინარე ჩემპიონატში მე-4 გოლი შეაგდო, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 19 თამაშში 8 გოლი აქვს.
არისს 15 ტურში 30 ქულა აქვს და 4 ქულაშია ლიდერ პაფოსთან, რომელსაც ამ ტურში ჯერ არ უთამაშია.
არისი მომდევნო ტურში, 4 იანვარს, რეზი ინჯგიას ოლიმპიაკოს ნიქოზიას (16 ქულა - მე-9 ადგილი) სტუმრად შეხვდება.