გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდის ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა და სტოკთან 1:0 მოგებულ შეხვედრაში 76-ე წუთამდე ითამაშა.
ჩაკვე თითქმის 8-თვიანი ტრავმის შემდეგ, 25 ნოემბერს დაბრუნდა და მას შემდეგ უკვე მე-5 მატჩი ჩაატარა. გასულ ტურში ვრექსემთან სათადარიგოდან შემოვიდა, ახლა კი ხავი გრასიამ ისევ სასტარტოში დააყენა.
დღევანდელი გამარჯვების შედეგად, უოტფორდელებმა 32 ქულა მოაგროვეს, მე-10 ადგილზე აინაცვლეს და საპლეიოფო მე-6 პოზიციას 3 ქულით ჩამორჩებიან.
26 დეკემბერს, ჩაკვეტაძის გუნდი ქინგ ფოუერ სთედიუმზე ესტუმრება ლესტერს, რომელსაც მასზე 1 ქულით ნაკლები აქვს.