გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფემ, ესპანეთის ლიგა ენდესას მე-11 ტურში, ბასკეტ ჟირონას სტუმრად 7-ქულიანი სხვაობით მოუგო - 96:89.
შერმომ პარკეტზე 21:35 წუთი გაატარა - 2 ქულა, 6 მოხსნა, 1 ასისტი. მისი ეფექტიანობის ინდექსი 3 გახლდათ.
კანარიელებმა დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვეს და ლიდერებს კვალში უდგანან - პირველადგილოსან რეალ მადრიდს 1-ით მეტი მოგება აქვს და ამ ტურში ფორსა ლეიდას სტუმრად უნდა შეხვდეს.
ქართველის გუნდს წლის ბოლომდე კიდევ 2 შეხვედრა აქვს ჩასატარებელი, ორივე ჩემპიონატში და ორივე შინ - 28 დეკემბერს გრან კანარიასთან, ხოლო 30 დეკემბერს ბექა ბურჯანაძის გრანადასთან.