ესპანეთის ლა ლიგისთვის სათამაშო 2025 წელი ოფიციალურად დასრულდა.
კალენდარული წელიწადი დიდი უპირატესობით ყველაზე კარგად ბარსელონამ ჩაატარა, რომელიც 2024/25 სეზონის ჩემპიონიც გახდა და 2025/26 სეზონსაც 4-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.
ამრიგად, ბარსელონამ ესპანეთის ჩემპიონატში 2025 წლის პირველ ნახევარში 16 გამარჯვება მოიპოვა, 2 ფრე ითამაშა და მხოლოდ ერთადერთხელ დამარცხდა.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონს — გუნდმა 15 მატჩი მოიგო, ერთი ფრე ითამაშა და ორჯერ დამარცხდა. ამ ყველაფრის დაჯამებით კი ვიღებთ იმას, რომ ბარსამ 2025 წელს ლა ლიგაში 96 ქულა დააგროვა.
მადრიდის რეალმა 2025 წელს ლა ლიგაში 86 ქულის აღება მოახერხა, ატლეტიკომ — 72, ვილიარეალმა კი - 75.