ესპანურმა MARCA-მ მადრიდის რეალში არსებულ პრობლემებზე რამდენიმე კითხვა დასვა და გულშემატკივრების აზრი გაიგო.
რა არის რეალის ყველაზე დიდი პრობლემა?
1. მოთამაშეები: დაბალი დონის პერფორმანსს აჩვენებენ ცუდი დამოკიდებულებით - 61%
2. ხელმძღვანელობა: არ გააძლიერეს შემადგენლობა და მწვრთნელში შეაქვთ ეჭვი - 23%
3. გასახდელი: ჩაბი ვერ მართავს გუნდს და ვერ მიაქვს მისი სათამაშო იდეა გუნდთან - 16%
როგორ მოქიცეოდით ჩაბი ალონსოსთან მიმართებით?
1. დატოვებდით და მხარს დაუჭერდით; ის არის გუნდის მწვრთნელი და ლიდერი - 76%
2. გაათავისუფლებდით დღესვე; გუნდს არ აქვს გამოსავალი მასთან ერთად - 14%
3. დაელოდებით სუპერ თასს და თუ ვერ მოიგებს, გაათავისუფლებდით - 10%
რა არის ვინისიუსის საკითხის გადაწყვეტა?
1. გამოსავალია მისი გაყიდვა, მისი მდგომარეობა მადრიდში ვეღარ გამოსწორდება - 86%
2. რეალმა უნდა დაუჭიროს მხარი და გაუხანგრძლივოს კონტრაქტი, ის გუნდისთვის ფუნდამენტურია - 7%
3. ეს ფორმის საკითხია; როცა ფორმას დაიბრუნებს, პრობლემა დასრულდება - 7%
უნდა შევიდეს თუ არა რეალი ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე?
1. დიახ, საჭიროა შემადგენლობის გაძლიერება - 79%
2. არა, გუნდი კარგ მდგომარეობაშია - 21%
რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება რეალს?
1, ნახევარდაცვა - 73%
2. დაცვა - 20%
3. შეტევა - 7%
რომელ ტიტულებს მოიგებს რეალი წელს?
1. ვერცერთს - 68%
2. მოიგებს ლა ლიგას, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას ვერა - 20%
3. მოიგებს ლა ლიგასაც და ჩემპიონთა ლიგასაც - 12%
გამოკითხვაში მონაწილეობა 130 ათასამდე ადამიანმა მიიღო.