კილიან მბაპემ კრიშტიანუ რონალდუს რეკორდის გამეორებასა და გოლის მის სტილში აღნიშვნაზე გააკეთა კომენტარი.
VIDEO: მბაპემ რონალდუს რეკორდი გაიმეორა და გოლი მის სტილში აღნიშნა
„დღეს განსაკუთრებული დღეა — დაბადების დღე მაქვს. სულ ვამბობდი, რომ ჩემს დაბადების დღეზე პროფესიონალურ ფეხბურთის მატჩში მონაწილეობაზე ვოცნებობ, განსაკუთრებით ჩემი ბავშვობის ოცნების გუნდის მაისურით. მიზანი წლის გამარჯვებით დახურვა იყო.
ერთ წელიწადში რეალის მაისურით 59 გოლის გატანა დაუჯერებელი მიღწევაა. ჩემს პირველ სრულ წელიწადში მოვახერხე და რეალის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის, ჩემი კუმირის — კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გავიმეორე.
გოლის აღნიშვნაც მას მიეძღვნა. მინდოდა, მისთვის მოკითხვა გადამეცა, იმიტომ რომ ის ყოველთვის დადებითად იყო ჩემს მიმართ განწყობილი, ადაპტაციაში მეხმარებოდა და მიხარია, რომ დღეს მე ვეხმარები რეალს გამარჯვებების მოპოვებაში. ამიტომ, ამ მომენტის მასთან გაზიარება მინდოდა.
რონალდუსთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ის ჩემი მეგობარი გახდა. მას და რეალის ყველა გულშემატკივარს ბედნიერ შობას და ახალ წელს ვუსურვებ." — აღნიშნა მბაპემ სევილიასთან მატჩის შემდეგ.