ინგლისის პრემიერ ლიგის მე-17 ტურში მანჩესტერ სიტი ეტიჰადზე ვესტ ჰემს დაუპირისპირდა და 3-0 დაამარცხა.
ქალაქელთა მხრიდან დუბლი შეასრულა ერლინგ ჰალანდმა, რომელსაც პრემიერ ლიგაში 104 გოლი დაუგროვდა. ნორვეგიელმა ამ შედეგით კრიშტიანუ რონალდუს გადაუსწრო, რომლის ანგარიშზეც პრემიერ ლიგაში 103 გოლია.
ერლინგს ამისთვის 122 მატჩით ნაკლები დასჭირდა. მან 104 გოლი 114 მატჩში გაიტანა, პორტუგალიელმა კი 103 გოლი 236 თამაშში შეაგდო.
ჰალანდი ასევე დიდიე დროგბას გაუთანაბრდა, რომელმაც 104 გოლის გატანა 254 შეხვედრაში შეძლო, რაც ნორვეგიელის მაჩვენებელზე 140 მატჩით მეტია.
მანჩესტერ სიტის ცხრიანს პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 19 გოლი აქვს გატანილი.
VIDEO: ჰალანდის დუბლი და ასისტი - სიტიმ ვესტ ჰემს მოუგო და გალიდერდა