VIDEO: ჰალანდის დუბლი და ასისტი - სიტიმ ვესტ ჰემს მოუგო და გალიდერდა
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-17 ტურში მანჩესტერ სიტი ეტიჰადზე ვესტ ჰემს დაუპირისპირდა.
შეხვედრაში ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-5 წუთზე მასპინძლები ერლინგ ჰალანდმა დააწინაურა.
38-ე წუთზე ნორვეგიელმა უკვე საგოლე პასი გააკეთა, სხვაობა ორამდე კი ტიჯანი რეინდერსმა გაზარდა, სიტიმ კი პირველი ტაიმი 2-0 მოიგო.
ერლინგ ჰალანდმა 69-ე წუთზე კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი და დუბლი შეასრულა, საბოლოოდ კი ქალაქელებმა მეტოქე 3-0 დაამარცხეს.
გვარდიოლას გუნდმა ამ გამარჯვებით 37 ქულა დააგროვა და ლაივ ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა მინიმუმ იქამდე, სანამ არსენალი ევერტონს არ დაუპირისპირდება.
ჰალანდი კი ბომბარდირთა დავას 19 გოლით ლიდერობს და მდევარ იგორ ტიაგოს 8 გოლით უსწრებს.