ჯანლუიჯი დონარუმა FIFA-ს 2025 წლის საუკეთესო მამაკაც მეკარედ დასახელდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც იტალიელმა კიპერმა ეს ჯილდო მოიპოვა.
გასულ წელს დონარუმასთვის ტიტულებით მდიდარი პერიოდი იყო, მან ყოფილ კლუბ პარი სენ-ჟერმენში ოთხი ტურნირი მოიგო.
მთავარი მიღწევა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერის წინააღმდეგ 5:0 მოგებული მატჩი იყო, რომელიც მან მშრალი კარით დაასრულა, თუმცა იტალიელმა მანამდეც არაერთი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ტურნირის სხვადასხვა ეტაპზე.
26 წლის მეკარემ საფრანგეთის შიდა ასპარეზზეც კიდევ სამი ტიტული მოიგო - ლიგა 1, საფრანგეთის თასი და სუპერ თასი. ასევე, ის იმ პსჟ-ის შემადგენლობაში იყო, რომელმაც FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა.
ამჟამად მანჩესტერ სიტიში მოთამაშე დონარუმამ წლევანდელი ჯილდოს კენჭისყრაში ალისონ ბეკერს, ტიბო კურტუას, ემილიანო მარტინესს, მანუელ ნოიერს, დავიდ რაიას, იან ზომერსა და ვოიცეხ შჩესნის აჯობა.