ექვსი ფეხბურთელი, რომლებიც პარი სენ-ჟერმენს უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგებასა და FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლაში დაეხმარნენ, 2025 წლის FIFA-ს საუკეთესო მამაკაცთა თერთმეტეულში დასახელდნენ.
ჯანლუიჯი დონარუმა, რომელიც ამჟამად მანჩესტერ სიტიში ასპარეზობს, ვარსკვლავურ შემადგენლობაში აშრაფ ჰაკიმის, ვილიან პაჩოს, ნუნუ მენდეშს, ვიტინიასა და უსმან დემბელეს შეუერთდა.
გუნდში ასევე მოხვდნენ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს ბურთის მფლობელი კოულ პალმერი და ლამინ იამალი.
სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება.
მეკარე - ჯანლუიჯი დონარუმა
მცველები - აშრაფ ჰაკიმი, ვილიან პაჩო, ვირჯილ ვან დაიკი, ნუნუ მენდეში
ნახევარმცველები - კოულ პალმერი, ვიტინია, პედრი, ჯუდ ბელინგემი
თავდამსხმელები - უსმან დემბელე, ლამინ იამალი
The Best - FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი უსმან დემბელეა
