დღეს ესპანეთის ლა ლიგის მე-17 ტურში მადრიდის რეალი სანტიაგო ბერნაბეუზე სევილიას მიიღებს.
ჩაბი ალონსოს გუნდისთვის ეს წლის ბოლო მატჩი იქნება და შესაძლოა თამაშის შედეგმა ესპანელი სპეციალისტის მომავალიც განსაზღვროს.
სევილიასთან მატჩი მნიშვნელოვანი იქნება კილიან მბაპესთვისაც. გარდა იმისა, რომ ფრანგი დღეს 27 წლის გახდა, მას შეუძლია კრიშტიანუ რონალდუს რეკორდის მოხსნაც.
მბაპეს 2025 წელს რეალის მაისურით 58 გოლი აქვს გატანილი, რეკორდი კი სწორედ პორტუგალიელს ეკუთვნის, რომელმაც 2013 წელს მადრიდელთა შემადგენლობაში 59 გოლი შეაგდო.
ასე რომ სევილიასთან 2 გოლის გატანის შემთხვევაში ფრანგი სუპერვარსკვლავი რეალის ყველა დროის რეკორდს მოხსნის და ერთ კალენდარულ წელში მადრიდელთა მაისურით ყველაზე მეტი გოლის ავტორი გახდება.
რეალისა და სევილიას მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.