ბრუნო ფერნანდეშმა უპასუხა იმ მოსაზრებას, რომ პორტუგალიის ნაკრები კრიშტიანუ რონალდუს გარეშე უკეთ თამაშობს.
„კრიშტიანუ რონალდუ საჯარიმოში კვლავ რჩება უმაღლესი დონის ფეხბურთელად. ის მცველების ყურადღებას იპყრობს და სხვა ფეხბურთელებს სივრცეებს უთავისუფლებს. თუ კრიშტიანუ ვერ თამაშობს და გონსალო რამოში დგას — ის პრესინგში და დიალონალურ შერბენებშია ძლიერი.
როცა მე არ ვთამაშობ და ათიანზე ბერნარდუ სილვა დგება, ის უფრო დიდ ბურთის ფლობას გვაძლევს, მე კი უფრო დასკვნით პასებზე ვარ ორიენტირებული. ყველაფერი ასეა მოწყობილი — ყველა ფეხბურთელს შეაქვს თავისი წვლილი და რაღაცას სხვას ართმევენ. კრიშტიანუც ჩვენნაირია. უნდა შეგვეძლოს ადაპტირება და ერთმანეთის გაძლიერება, რათა ეს ნაკრებს წაადგეს.
ვიცი, რომ ხალხის აზრით, რონალდუს გარეშე უკეთ ვთამაშობთ — უფრო მორგებული და თავისუფალი გუნდი ვხდებით. მე ვფიქრობ, რომ თუ ასეა — ეს გარკვეულწილად ჩვენი ბრალიც არის.
საბოლოო ჯამში ჩვენ არ ვღელავთ, თუ კრიშტიანუ მოედანზეა, იმიტომ რომ მას ჩვენი დახმარება შეუძლია." — აღნიშნა ბრუნო ფერნანდეშმა.