ბარსელონას ვინგერი, რაფინია დიასი აღნიშნავს, რომ ფიფას წლის საუკეთესო თერთმეტეულში ვერ მოხვედრაზე არ ღელავს.
ვილიარეალთან (2:0) მატჩის შემდეგ ბრაზილიელს მიქსტ-ზონაში The Best-ის ვერ მოგებასა და 2025 წლის სიმბოლურ გუნდში ვერ მოხვედრაზე ჰკითხეს.
„ჩემთვის სულერთია, არ მაინტერესებს."
— რას ფიქრობთ იმაზე, რომ ბარსელონა ლა ლიგის ზამთრის ჩემპიონი გახდა?
„ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონის ბოლოა." — აღნიშნა ბრაზილიელმა.