ბარსელონას და ნიკო უილიამსის მოლაპარაკებები ბოლო დღეებში ჩიხში შევიდა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის თავდაპირველად 6-წლიანი კონტრაქტი სიტყვიერად, საკმაოდ მარტივად შეთანხმდა. თუმცა, როგორც კი ამ სიტყვიერი შეთანხმების საბუთებში გადატანა დაიწყო - პრობლემები წამოიჭრა.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამ კვირაში მოლაპარაკებები წინ არ წასულა არის ის, რომ ნიკო უილიამსი წერილობითი ფორმით ითხოვს გარანტიებს, რომ კლუბს მისი დარეგისტრირების პრობლემა არ ექნება. ესპანეთის ნაკრების შემტევს სურს, დანი ოლმოს სიტუაცია აირიდოს თავიდან, რომლის რეგისტრაცია და მისი გაუქმებაც გასულ სეზონში საკმაოდ ხშირი სალაპარაკო თემა იყო.
ბარსელონასთვის ეს და კიდევ რამდენიმე წამოყენებული მოთხოვნა ამ ეტაპზე მიუღებელია.
კლუბი ნიკოს არწმუნებს იმაში, რომ ფინანსური ფეირ-პლეის სიტუაცია მეტნაკლებად კარგად წარიმართება და მისი რეგისტრაცია პრობლემებს არ წარმოქმნის, თუმცა უილიამსი ამ პირობის საბუთებში გამოსახვას ითხოვს, რასაც კლუბი არ ეთანხმება.
თავის მხრივ, საქმეს ართულებს ის ფაქტიც, რომ თავად ბილბაოს ფეხბურთელის გაშვება ასევე დაინტერესებულ ბაიერნში ურჩევნია.
ხაზი ესმევა იმასაც, რომ ჯერჯერობით ბარსელონა ტრანსფერზე ხელს საბოლოოდ არ იქნევს, თუმცა ბოლო დღეების მანძილზე მხარეებს შორის მოლაპარაკებები არ წარიმართა ისე, როგორც ამას კლუბი ისურვებდა.