Geo Team-ის ინფორმაციით, სანდრო კალანდაძე კარიერას პოლონეთის ექსტრაკლასაში გააგრძელებს.
სანდრომ ვისლა პლოცკში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. პოლონელებმა სანდრო კალანდაძის კონტრაქტი დინამო თბილისისგან გამოისყიდეს.
ვისლა პლოცკმა გასულ სეზონში ექსტრაკლასაში გადამსვლელ პლეიოფში გაიმარჯვა და უმაღლეს ლიგაში დაწინაურდა.
ქართველმა გასული სეზონის მეორე ნახევარი ფეჰერვარში იჯარის წესით გაატარა და უნგრულ გუნდში 11 მატჩი ითამაშა.
სანდრო კალანდაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული.