ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატმა წლების განმავლობაში ბევრ ვარსკვლავს გაუკვალა გზა.
2023 წელს, როცა ლი კარსლის თავკაცობით ინგლისმა აჭარაბეთ არენაზე პირველი ტიტული მოიგო, ტურნირზე კოულ პალმერი, პედრო ნეტუ და რაიან შერიკი იღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც ახლა თავიანთი გუნდების მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან.
უფრო შორს თუ გავიხედავთ, მაშინ ამ ტურნირზე ლუიშ ფიგუს, ანდრეა პირლოსა და ლორან ბლანსაც აღმოვაჩენთ.
BBC-ის სპორტულმა ჟურნალისტმა, ბენ რამსდეილმა სლოვაკეთში დასრულებული ჩემპიონატის გამორჩეული მოთამაშეები დაასახელა.
სიაში ნიკ ვოლტემადე, ჩარლი კრესუელი, ჯოვანი კენდა, ჯაუი სისე და ლუკა ხარატიშვილი მოხვდნენ.
"ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ლუკა ხარატიშვილისთვის დატვირთული აღმოჩნდა. 22 წლის მეკარემ, რომელიც დინამო ბათუმში თამაშობს, ტურნირის განმავლობაში თავისი ქვეყნისთვის ბრწყინვალე პერფორმანსი აჩვენა.
მიუხედავად 3 თამაშში გაშვებული 8 გოლისა, საქართველოსთვის უარესი სიტუაციაც შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ არა მათი პირველი ნომრის საოცარი მოგერიებები.
მან მხოლოდ საფრანგეთთან 3-2 მარცხის დროს 6 მოგერიება დააგროვა, ერთ-ერთი მათგანი კი ტურნირის საუკეთესო მოგერიებისთვისაც იბრძოლებს. მან ასევე ბრწყინვალე მოგერიება შემოგვთავაზა პოლონეთთან ჯგუფური ეტაპის მატჩში, რომელმაც საქართველოს გამარჯვება (2-1) მოუტანა.
სამწუხაროდ, ის 3 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა გუნდის შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, მაგრამ ეს ქვეყნისთვის, რომელიც მხოლოდ მეორე ევროპის ჩემპიონატზე იღებდა მონაწილეობას, დიდი მომენტი იყო.
თუ ტურნირის წინ, ხარატიშვილი კლუბების რადარზე არ იყო, ახლა იქნება და მისი თანამემამულე გიორგი მამარდაშვილის მსგავსად, ისიც შეიძლება არ იყოს შორს ევროპის ელიტურ ლიგაში გადასავლასთან." - წერია სტატიაში ქართველი მეკარის შესახებ.
სლოვაკეთში გამართული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ინგლისის ახალგაზრდული ნაკრები გახდა, რომელმაც ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ შეძლო.