იტალიაში რაგბის 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი, სადაც საქართველოს ნაკრებიც იღებს მონაწილეობას.
უკვე გაიმართა პირველი ტურის მატჩები, ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ირლანდიასთან დაძაბულ ბრძოლაში 35-28 დამარცხდნენ.
ჩვენი მხრიდან ლელოები მარგველაშვილმა, სპანდერაშვილმა (2) და ხელაძემ დადეს, ოთხივე გარდასახვა კი ზუსტად თაყაიშვილმა შეასრულა.
ჯგუფის მეორე თამაშში ახალმა ზელანდიამ მასპინძელი იტალია 14-5 დაამარცხა.
მე-2 ტურის შეხვედრაში, რომელიც 4 ივლისს გაიმართება, საქართველოს მეტოქე ახალი ზელანდია იქნება, 9 ივლისს კი ქართველები იტალიელებს დაუპირისპირდებიან.
ჩვენს ჯგუფს პირველი ტურის შემდეგ ირლანდია ლიდერობს 5 ქულით, მეორე ადგილზე ზელანდიელები არიან 4 ქულით, საქართველოს 2 ქულა აქვს, იტალიას კი - 0.
სამი ჯგუფის პირველადგილოსანი პლეიოფში პირდაპირ გადის, მათ კი საუკეთესო მეორეადგილოსანი შეუერთდება.