მადრიდის რეალმა ამ სეზონში ნიკო პასის დაბრუნება გადაიფიქრა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბი ფეხბურთელის კომოდან დაბრუნებას აქტიურად განიხილავდა, რის გაკეთებაც 8 მილიონ ევროდ შეეძლო, თუმცა ამ პუნქტის გააქტიურება არ მოისურვა.
ამის მთავარი მიზეზი არგენტინელი ვუნდერკინდის, ფრანკო მასტანტუონოს ტრანსფერია, რომელიც კლუბს აგვისტოში რივერ პლეიტიდან შეუერთდება.
პასი კიდევ ერთ სეზონს კომოში გაატარებს, რეალი კი მის დაკვირვებას გააგრძელებს. იტალიურ კლუბთან დადებული შეთანხმების თანახმად, მადრიდელებს მისი გამოსყიდვა მომავალ სეზონში 9, ხოლო კიდევ ერთი წლის შემდეგ 10 მილიონ ევროდ შეუძლიათ.