დანი კარვახალმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მუხლის მყესის გაწყვეტის ტრავმა საბოლოოდ მოიშუშა და მზად არის საფეხბურთო მოედანზე დასაბრუნებლად.
„ფეხბურთს მიღმა გატარებული ცხრა თვის შემდეგ, სათამაშოდ მზად ვარ. მწვრთნელის განკარგულებაში ვიმყოფები." - აღნიშნა რეალის კაპიტანმა, რომელიც სამკლაურს გუნდიდან ლუკა მოდრიჩის წასვლის შემდეგ ოფიციალურად გადაიბარებს.
ესპანელმა დაზიანება ოქტომბრის დასაწყისში მიიღო - ვილიარეალთან შეხვედრაში მან მუხლის ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და ოპერაცია დასჭირდა, რის შედეგადაც მთელი სეზონის გამოტოვება მოუწია.
ამ ეტაპზე კარვახალი კლუბთან ერთად მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ვარჯიშობს და თუ ჩაბი ალონსო გადაწყვეტს, თამაშში მონაწილეობის მიღებასაც შეძლებს.