კილიან მბაპე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩსაც გამოტოვებს.
ფრანგი ფეხბურთელი რეალს საკლუბო მუნდიალის პირველ ორ შეხვედრაში გასტროენტერიტის გამო ვერ დაეხმარა, რის საფუძველზეც ერთი დღით საავადმყოფოშიც გახდა მისი გადაყვანა.
ესპანური პრესა იუწყება, რომ ცუდად ყოფნის პერიოდში, მბაპემ 5 კგ დაიკლო.
რეალი ელოდა, რომ ფრანგი ზალცბურგთან ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის განაცხადში მაინც მოხვდებოდა, თუმცა ეს არ მოხდა და მბაპე პლეიოფამდე ამ ტურნირში მონაწილეობას დანამდვილებით ვერ მიიღებს.
რეალისა და ზალცბურგის დაპირისპირება 27 ივნისის გამთენიისას გაიმართება. ამ ეტაპზე რეალი ცხრილს 4 ქულით ლიდერობს და ავსტრიულ კლუბს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს.