კილიან მბაპეს და პსჟ-ს კონფლიქტი გრძელდება.
მიუხედავად იმისა, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა პარიზული კლუბი წელიწადზე მეტის წინ დატოვა, მათ შორის დავა ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
პარიზის პროკურატურა აცხადებს, რომ მბაპემ თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ სასამართლოში მორიგი სარჩელი შეიტანა. ამჯერად, მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლი სბრალდებით.
მბაპე აცხადებს, რომ 2023-ში კლუბი მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდა და აიძულებდა, კონტრაქტი გაეხანგრძლივებინა. ამ მოტივით, ხელძღვანელობამ ის პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშებიდანაც კი მოკვეთა.
საბოლოოდ, მხარეები გარკვეულ კომპრომისზე წავიდნენ, მბაპე საერთო ჯგუფს დაუბრუნდა და პსჟ-ში ერთი სეზონიც გაატარა, რის შემდეგაც კლუბი 2024 წლის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.