მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე B ჯგუფი ოფიციალურად დასრულდა.
მატჩების დაწყების წინ ოთხიდან სამ გუნდს ჰქონდა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი და საბოლოოდ, ჯგუფში მადრიდის ატლეტიკო ჩარჩა.
სიეტლ საუნდერსი 0-2 პსჟ
ხვიჩა კვარაცხელიას პირველი გოლი საკლუბო მუნდიალზე კურიოზული გამოდგა - ვიტინიას დარტყმის შემდეგ ბურთი ქართველს ზურგში მოხვდა და მეტოქის კარში შეფრინდა. მეორე გოლი აშრაფ ჰაკიმიმ გაიტანა და პსჟ-ს დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა.
ატლეტიკო 1:0 ბოტაფოგო
ტურნირზე მეორე გამარჯვების მოპოვებისა და 6 ქულის დაგროვების მიუხედავად, ჯგუფში ბურთების უარესი სხვაობის გამო მადრიდის ატლეტიკო ჩარჩა. სამ გუნდს შორის ურთიერთშეხვედრები, რომელსაც პირველი პრიორიტეტი ენიჭებოდა, ისე გადანაწილდა, რომ ჯგუფიდან გამსვლელის დადგენა ბურთების სხვაობით გახდა საჭირო.
საბოლოოდ, პსჟ-ს შედეგის ფონზე, ატლეტიკოს მატჩის 3:0 მოგება სჭირდებოდა, თუმცა მხოლოდ 1:0 მოიგო და -1 ბურთების სხვაობით ჯგუფში ჩარჩა.
B ჯგუფის საბოლოო სახე:
1. პსჟ - 6 ქულა (+5)
2. ბოტაფოგო - 6 ქულა (+1)
3. ატლეტიკო - 6 ქულა (-1)
4. სიეტლ საუნდერსი - 0 ქულა (-5).