დღეს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ოფიციალურად იწყება ჯგუფური ეტაპის დასკვნითი, მესამე ტური.
ტრადიციულად, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები ერთდროულად იწყება ხოლმე და შესაბამისად, დღესაც B ჯგუფის ორივე მატჩი ერთდროულად, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
სიეტლ საუნდერსი - პსჟ
ატლეტიკო - ბოტაფოგო
მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიურ ბოტაფოგოს 6 ქულა აქვს, გუნდს ჯერ შემდეგ ეტაპზე გასვლა არ გაუნაღდებია.
ორი ტურის შემდეგ სიტუაცია ასეთია:
1. ბოტაფოგო - 6 ქულა
2. პსჟ - 3 ქულა
3. ატლეტიკო - 3 ქულა
4. სიეტლ საუნდერსი - 3 ქულა
თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს მიენიჭება.