ჩაბი ალონსომ რეალის სათავეში თავისი სადებიუტო გამარჯვება შეაფასა.
მსოფლიო საკლუბო მუნდიალის მეორე ტურში მისი გუნდი მექსიკურ პაჩუკას დაუპირისპირდა და 3:1 მოიგო. მე-7 წუთიდან რეალი რაულ ასენსიოს გაძევების გამო 10 კაცით თამაშობდა.
„მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რომელსაც, მისი კონტექსტის გათვალისწინებით, ძალიან ვაფასებთ. თითქმის მთელი თამაში კაცნაკლულად გავატარეთ, რაც რთულია და ამიტომ, კმაყოფილი ვარ იმით, როგორც ვმოქმედებდით.
წითელი ბარათი ძალიან სამწუხარო ამბავია. ეს არის შეცდომა, რომელმაც თამაშზე გადამწყვეტი გავლენა იქონია და მთელი მატჩის მსვლელობა შეცვალა.
ასეთი სიტუაციები მაგალითისთვის უნდა გამოვიყენოთ. სჯობს პირველმა გოლი გაუშვა, ვიდრე ათი კაცით დარჩე. რაულ ასენსიოს ამაზე დაველაპარაკებით. მაქსიმალურად უნდა სცადო, მსგავსი რამ აირიდო. დანარჩენი თითქმის ყველაფერი მომეწონა." - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
რეალის მაისურით გოლები ჯუდ ბელინგემმა, არდა გიულერმა და ფედე ვალვერდემ გაიტანეს.