რეალის შემტევმა, ჯუდ ბელინგემმა დაადასტურა, რომ საკლუბო მუნდიალის შემდეგ საოპერაციო მაგიდაზე მოუწევს დაწოლა.
ინგლისელი ნახევარმცველი მხრის დისკომფორტით 2023 წლის ნოემბრის შემდეგ თამაშობს.
„ყველაფერი კარგადაა, ტკივილი არც ისე ძლიერია. ოპერაცია რამდენიმე დღეში, საკლუბო მუნდიალის შემდეგ მაქვს დაგეგმილი და ეს მახარებს.
ეს სიტუაცია ძალიან გაიწელა. კორსეტს ვატარებდი და მოთმინება ამომეწურა.
ექიმებმა და პერსონალმა ყველაფერს თავი იდეალურად გაართვეს, თუმცა მინდა, მხრის დისკომფორტი ერთხელ და სამუდამოდ მოვიშორო." - აღნიშნა ფეხბურთელმა.
ესპანური პრესის ცნობით, ინგლისელი ოპერაციის გამო ახალი სეზონის დაახლოებით პირველ ორ თვეს გამოტოვებს.