ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 ტურში რეალი პაჩუკას დაუპირისპირდა.
შეხვედრა მადრიდელებისთვის ცუდად დაიწყო. მე-7 წუთზე რაულ ასენსიომ წესების დარღვევის გამო პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო და თავისი გუნდი 10 კაცით დატოვა.
მიუხედავად კაცნაკლულობისა, რეალმა პირველივე ტაიმში შეძლო უპირატესობის მოპოვება.
35-ე წუთზე ჯუდ ბელინგემმა გახსნა ანგარიში, 43-ე წუთზე კი არდა გიულერმა ლამაზი კომბინაციის შემდეგ გაზარდა სხვაობა ორამდე.
70-ე წუთზე რეალმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა, ამჯერად თავი ფედე ვალვერდემ გამოიჩინა, რომელმაც ბრაჰიმ დიასის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ აიღო მეტოქის კარი.
მე-80 წუთზზე პრესტიჟის გოლი ელიას მონტიელმა გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში 3-1 დააფიქსირა.
მადრიდელებს 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვთ, ჯგუფის მე-2 თამაშში ერთმანეთს ზალცბურგი და ალ ჰილალი დაუპირისპირდებიან.