ფედერიკო ვალვერდეს თქმით, საკლუბო მუნდიალის პირველ ტურში ალ ჰილალთან მატჩის მიწურულს გაცუდებული პენალტი ძვირად დაუჯდა.
92-ე წუთზე დანიშნული თერთმეტმეტრიანი ვალვერდეს ალ ჰილალის მაროკოელმა მეკარემ, იასინ ბონომ აუღო და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა.
„როცა მომხდარის შემდეგ იძინებ, საკუთარ თავს აკრიტიკებ და ფიქრობ, რომ გუნდი დააღალატე. რთულია დაიძინო, როცა იცი, რომ გუნდმა გამარჯვება შენს გამო ვერ მოიპოვა. თუმცა, ბევრი ფეხბურთელი გვყავს, ვინც რჩევებს იძლევა და განწყობის ამაღლებაში გეხმარება.
რა თქმა უნდა, ასევე დავურეკე ჩემს ოჯახსაც, იმიტომ რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის.
თუ კიდევ ერთი პენალტი დაინიშნება, დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი კვლავ მომენდობა." - აღნიშნა ვალვერდემ.
პაჩუკასთან გუშინდელ მატჩში ვალვერდემ თავის გამოჩენა მოახერხა, რეალმა კი 3:1 მოიგო.