ბარსას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, რეალის მხრიდან მსაჯების მიმართ უკმაყოფილებას უპასუხა.
ალავესთან გუშინდელ მატჩში ვინისიუსი საჯარიმოში წაიქცა, თუმცა მსაჯმა და ვიდეორეფერიმ პენალტის დანიშვნის საფუძველი ვერ იპოვნეს. თამაში რეალმა 2:1 მოიგო, თუმცა არბიტრით უკმაყოფილება მადრიდელებმა მაინც გამოთქვეს.
— მადრიდში მსაჯებზე აგრძელებენ ლაპარაკს. ეს იმსახურებს პასუხს?
ყველამ ვიცით, რომ მსაჯები თამაშის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ, მათ გარეშე ვერ ვითამაშებთ. შეცდომებს ყველა უშვებს.
ჩვენ საკუთარ თავზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და შევხედოთ, რისი გაუმჯობესება შეგვიძლია. სხვებზე ლაპარაკი არ მინდა. პირველ რიგში საკუთარი გუნდი უნდა აქციო საუკეთესოდ.
მსაჯებზე მათი შეცდომების გამო დამატებითი წნეხის მოხდენა არ შეიძლება, ეს ჩემი გზა არ არის." - აღნიშნა გერმანელმა.