საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს ბარსელონას შეძენა სურს.
ამის შესახებ El Chiringuito TV-ის ჟურნალისტი ფრანსუა გალიარდო იტყობინება.
„სიგიჟე სიახლე! მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდი — საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი აპირებს, რომ ბარსელონას შეძენაში 10 მილიარდი ევრო გადაიხადოს.
ბარსას ამჟამინდელი ვალი — 2.5 მილიარდ ევროზე მეტი, საკმაოდ რთული დასაფარი იქნება.
შეძენის ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი კლუბის სოსიოები არიან [კლუბის წევრები - ავტ], თუმცა... დაელოდეთ სიახლეებს." — წერს გალიარდო.
ბინ სალმანი — საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცია 2017 წლის 21 ივნისიდან, 2022 წლის სექტემბრიდან კი ქვეყნის პრემიერ მინისტრის თანამდებობასაც იკავებს.