ესპანელმა ყოფილმა მსაჯმა პაველ ფერნანდესმა აღიარა, რომ მსაჯებს ვინისიუსზე დაჯარიმებისთვის პენალტების დანიშვნა არ უყვართ.
„ვინისიუსი საჯარიმოში ასე ხშირად რომ არ სიმულირებდეს, პენალტებს უფრო ხშირად მოიპოვებდა. ჩინეთშიც კი იციან, რომ ვინისიუსი არის ფეხბურთელი, რომელიც პენალტს ხშირად თავად ეძებს.
ბუნებრივია, რომ მის მიმართ ეჭვები გაგიჩნდეს და მსაჯები დიდი ეჭვის თვალით უყურებენ ფეხბურთელებს, რომლებსაც პენალტის მოპოვების მიზნით სიმულაცია უყვართ.
სამწუხაროდ, ხშირად გვაკლდება ლამაზი საფეხბურთო მომენტები, საგოლე შანსები და გატანილი გოლები, ისეთი ფეხბურთელების გამო, რომლებიც მარტივად ნებდებიან და თამაშის გაგრძელების ნაცვლად, პირველივე კონტაქტზე პენალტის მოპოვებას ცდილობენ." — აღნიშნა ფერნანდესმა.
ალავესთან 14 დეკემბრის მატჩში მორიგი სკანდალი დატრიალდა — მსაჯმა რეალის სასარგებლოდ პენალტი საჯარიმოში ვინისიუსის წაქცევის მიუხედავად მაინც არ დანიშნა. მოედნიდან გასვლისას ბრაზილიელმა თქვა, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ თამაშის წესი მის წინააღმდეგ დაირღვა.