მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე C ჯგუფი ოფიციალურად დასრულდა.
ორი ტურის შემდეგ ბაიერნს 6 ქულით მერვედფინალის საგზური განაღდებული ჰქონდა, პირველი ადგილი კი - არა.
ბენფიკასთან გამართულ მატჩში მიუნხენელებს ჯგუფში პირველი ადგილის გასანაღდებლად ფრეც ჰყოფნიდათ, თუმცა მინიმალური ანგარიშით (0:1) წააგეს და კვარტეტში მე-2 ადგილს დასჯერდნენ.
ბაიერნთან ამ გამარჯვებით ბენფიკამ 7 ქულა დაიკავა და პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა, ბოკა ხუნიორსი და ოკლენდ სიტი კი ტურნირს ოფიციალურად დაემშვიდობნენ.
ჯგუფში მე-2 ადგილზე გასვლით ბაიერნი ბადის შედარებით უფრო რთულ ნაწილში მოხვდა - მერვედფინალში მიუნხენური გრანდი ბრაზილიურ ფლამენგოს დაუპირისპირდება, რომლის ბარიერის დაძლევის შემთხვევაშიც 1/4 ფინალში პსჟ - ინტერ მაიამის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
თუ მერვედფინალებმა სენსაციების გარეშე ჩაიარა - 1/4 ფინალში დიდებულ დაპირისპირებას ვიხილავთ, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ბაიერნს დაუპირისპირდება.