ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის დაძლევის შემდეგ, სერხიო რამოსმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
"ეს იყო ჩვენი მიზანი და ჩვენ ეს შევძელით. 1/8 ფინალი! მონტერეი ისტორიას წერს. გავაგრძელოთ მუშაობა და ოცნება, ერთად როგორც გუნდმა." - წერს რამოსი.
მექსიკურმა გუნდმა მე-3 ტურში იაპონური ურავა რედსი 0-4 გაანადგურა და 5 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.
პირველ ადგილზე ინტერი გავიდა, რომელმაც რივერ პლეიტს 2-0 მოუგო, არგენტინული გუნდი კი ჯგუფში ჩარჩა.
სერხიო რამოსის მონტერეი 1/8 ფინალში დორტმუნდს დაუპირისპირდება, ინტერი კი ფლუმინენსეს შეხვდება.