ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მორიგი 1/8 ფინალური წყვილები გახდა ცნობილი.
ჩელსიმ ესპერანს ტუნისი 0-3 დაამარცხა, ლოს ანჯელეს FC-სა და ფლამენგოს შორის შეხვედრა კი 1-1 დასრულდა.
შედეგად ბრაზილიელებმა 7 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, ლონდონელებმა კი - მეორე.
1/8 ფინალში ჩელსი ბენფიკას დაუპირისპირდება, ამ წყვილში გამარჯვებული კი 1/4 ფინალში პალმეირასსა და ბოტაფოგოს შორის მოგებულს შეხვდება.
ფლამენგო კი მიუნხენის ბაიერნთან შეეცდება წარმატების მიღწევას, 1/4 ფინალში კი მეტოქე პარი სენ-ჟერმენსა და ინტერ მაიამის შორის გამარჯვებული იქნება.
აღნიშნული მატჩები 28 და 29 ივნისს გაიმართება.