მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე F ჯგუფი დასრულდა.
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩებში დორტმუნდმა ულსან ჰიუნდაი 1:0 დაამარცხა, 7 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გავიდა.
მეორე ადგილი ფლუმინენსეს ერგო, რომელმაც ბოლო ტურის შეხვედრაში მამელოდი სანდაუნსთან ფრე (0:0) ითამაშა და პლეიოფში 5 ქულით გავიდა.
მერვედფინალში დორტმუნდი E ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება, ფლუმინენსე კი - პირველადგილოსანს.
ამ ეტაპზე E ჯგუფს 4-4 ქულით რივერ პლეიტი და ინტერი ლიდერობენ, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით პირველ ადგილზე სამხრეთამერიკული გუნდია.
ეს ორი გუნდი ერთმანეთს უკვე დღეს, 26 ივნისს, E ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.