გერმანული Sky-ს ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, ბაიერნმა ნიკ ვოლტემადესთან სრულ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.
23 წლის თავდამსხმელს ბაიერნში გადასვლა ახლავე სურს. გრძელვადიანი კონტრაქტი 2023 წლამდე სახელფასო პირობებით ბოლო დღეებში უკვე შეთანხმდა და ბაიერნის ბორდიც თანახმაა გარიგებაზე.
კლუბებს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ გამართულა. მოთამაშეს შტუტგარტთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, მას გამოსასყიდი პუნქტი არ აქვს. შტუტგარტს კი თავდამსხმელის შენარჩუნება სურს.
ნიკ ვოლტემადე სლოვაკეთში მიმდინარე ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია, მის ანგარიშზე 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
23 წლის გერმანელმა ბუნდესლიგის გასულ სეზონში 12 გოლი გაიტანა.