მსოფლიო საკლუბო მუნდიალზე ბენფიკამ ისტორია დაწერა.
საკლუბო მუნდიალი - ბაიერნი ჯგუფში მეორეზე გავიდა და შესაძლოა 1/4 ფინალში პსჟ-ს შეხვდეს
პორტუგალიურმა კლუბმა ბაიერნი 1:0 დაამარცხა და ამ გამარჯვების ხარჯზე ჯგუფში პირველი ადგილი წაართვა - მიუნხენელები 6 ქულით მეორე პოზიციას დასჯერდნენ.
როგორც აღმოჩნდა, ბენფიკასთვის ეს ბაიერნის წინააღმდეგ ისტორიაში პირველი გამარჯვებაა ოფიციალურ შეხვედრაში.
ისტორიულად ეს გუნდებს შორის მე-14 მატჩი იყო. აქამდე გამართულ 13 შეხვედრიდან 10 ბაიერნმა მოიგო, 3 კი ფრედ იყო დაფიქსირებული.