საკლუბო მუნდიალის G ჯგუფის ცენტრალურ შეხვედრაში, ბოლო ტურში ერთმანეთს იუვენტუსი და მან სიტი დაუპირისპირდნენ.
ჯერ კიდევ თამაშის წინ ორივე გუნდს 6-6 ქულით მერვედფინალში გასვლა განაღდებული ჰქონდა, თუმცა გასარკვევი ჯგუფის პირველადგილოსანი იყო.
მატჩი ძალიან უხვგოლიანი გამოდგა და სიტის გამარჯვებით 5:2 დასრულდა.
გვარდიოლას გუნდის რიგებში თავი გოლებით დოკუმ, კალულუმ (ავტოგოლი), ჰალანდმა, ფოდენმა და სავინიომ გამოიჩინეს, იუვედან კი გოლების გატანა კოოპმაინერსმა და დუშან ვლაჰოვიჩმა მოახერხეს.
ამ გამარჯვებით სიტიმ ჯგუფი 9 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა, იუვეს კი 6 ქულა დარჩა და გუნდი 1/8 ფინალში მეორე ადგილით გავიდა, სადაც დიდი ალბათობით მადრიდის რეალს დაუპირისპირდება, თუ დღეს მოგვიანებით სენსაცია არ მოხდა და მადრიდელები ან ტურნირიდან არ გავარდნენ, ან მეორე ადგილიდან არ გავიდნენ შემდეგ ეტაპზე.