ასტონ ვილამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ იჯარით დამატებული ფეხბურთელები კლუბს დატოვებენ.
ბირმინგემული კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მარკო ასენსიო, მარკუს რაშფორდი და აქსელ დისასი გუნდში არ დარჩებიან.
სამივე ეს ფეხბურთელი ვილას ზამთარში იჯარით შეუერთდა, თუმცა კლუბმა მათი გამოსყიდვა არ მოისურვა.
ასევე, გუნდს ტოვებენ მეკარე რობინ ოლსენი და მცველი კორტნი ჰოზი - მათ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურათ.
რაშფორდმა ასტონ ვილას მაისურით 17 მატჩში 4 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა, ასენსიომ კი 21 მატჩში 8 გოლი და 1 საგოლე ჩაიწერა აქტივში.